ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მთავრობა: ზარდიაანთკარში ომისას დაზიანებულ 28 სახლს აღვადგენთ

1 დეკემბერი, 2022 • 1876
მთავრობა: ზარდიაანთკარში ომისას დაზიანებულ 28 სახლს აღვადგენთ

საქართველოს მთავრობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის ომის დროს დაზიანებულ 28 სახლს აღადგენს.

მთავრობის შესაბამის განკარგულებას, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, თეონა აქუბარდია ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, სახლების აღდგენაზე 1 მილიონ 800 000 ლარი დაიხარჯება.

სოფელი ზარდიაანთკარი გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

ომის დაწყებამდე სოფელში ქართული და ოსური მოსახლეობა ცხოვრობდა, თუმცა კონფლიქტის შედეგად სოფელი პრაქტიკულად დაცლილია.

სოფლიდან რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევი, რომლის ჯანმრთელობაც ტყვეობაში ყოფნისას განსაკუთრებით შეილახა, კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნის შემდეგ კი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გადმოსცეს. მოგვიანებით გენადი ბესტაევი თბილისში გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი