ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“საქართველოსთან საზღვრის ცალმხრივად მოწყობას ვაგრძელებთ” – ცხინვალი

30 ნოემბერი, 2022 • 2650
“საქართველოსთან საზღვრის ცალმხრივად მოწყობას ვაგრძელებთ” – ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ოსური მხარე ცალმხრივად განაგრძობს სამხრეთ-ოსეთისა და საქართველოს საზღვრის მოწყობის პროცესს.

“ამჟამად მიმდინარეობს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების შემოსაზღვრითი სამუშაოები, რომელზეც ყველაზე ხშირად ხდება კანონდარმღვევთა დაკავება, ასევე, შინაური საქონლის არასანქცირებული გადმოსვლა”.

დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ,  მოუწოდებენ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებსა და სტუმრებს, გაგებით მოეკიდონ შეზღუდვებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ინტერესების მიზნით.

რუსი სამხედროები კონფლიქტის ხაზთან ცხინვალის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეებს პერიოდულად “საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით” აკავებენ და ცხინვალში გადაჰყავთ, რის შემდეგაც, როგორც წესი, ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. თუმცა, რიგ შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქეებს  ცხინვალის ციხეში წლების ან თვეების განმავლობაში ამყოფებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი