ახალი ამბები

თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული სლოგანის შეცვლის მოთხოვნით ხვალ აქცია გაიმართება

29 ნოემბერი, 2022 •
თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული სლოგანის შეცვლის მოთხოვნით ხვალ აქცია გაიმართება

ხვალ, 30 ნოემბერს, 21:00 საათზე მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული საახალწლო სლოგანის შეცვლის მოთხოვნით აქციას გამართავენ.

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალურ მოედანზე დღეს დაამონტაჟეს საახალწლო სლოგანი, წარწერით „თბილისი, მშვიდობის ქალაქი“. აქციის ორგანიზატორები მიიჩევენ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მიუღებელია თბილისის ცენტრში აღნიშნული წარწერის დეკორაციის სახით დადგმა და აღნიშნავენ, რომ დღეს მთელი მსოფლიო იმ ომშია ჩართული, რომელიც რუსეთმა უკრაინაში წამოიწყო.

აქტივისტები აღნიშნავენ, რომ სლოგანი უადგილოა იმ ფონზეც, როცა თბილისში ყოველ კვირა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედრებს ასვენებენ.  აქციის ორგანიზატორების თქმით, მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე ხვალ, 21:00 საათზე შეიკრიბებიან და მერიის მეირ დამონტაჟებული სლოგანის შეცვლას მოითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი