ახალი ამბები

კერძო სექტორში დასაქმებულთა დეკრეტულ შვებულებას 2 000 ლარით აანაზღაურებენ

28 ნოემბერი, 2022 • 1265
კერძო სექტორში დასაქმებულთა დეკრეტულ შვებულებას 2 000 ლარით აანაზღაურებენ

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან დეკრეტული შვებულების ანაზღაურება კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზრდება:

„დეკრეტული შვებულებების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემატური. გადავწყვიტეთ, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება. პირველი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად გახდება 2000 ლარი.

ჩვენ მანამდე, სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში, უკვე გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ და ეს დახმარება 1000 ლარის ნაცვლად იქნება 2000 ლარი“, – თქვა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი