ახალი ამბები

ესტონეთში, რუსეთთან დამაკავშირებელ სასაზღვრო პუნქტში, უკრაინელი მესაზღვრეებიც იმუშავებენ

27 ნოემბერი, 2022 • 1783
ესტონეთში, რუსეთთან დამაკავშირებელ სასაზღვრო პუნქტში, უკრაინელი მესაზღვრეებიც იმუშავებენ

ესტონეთში, რუსეთთან დამაკავშირებელ ორ სასაზღვრო პუნქტში უკრაინელი მესაზღვრეები იმუშავებენ. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ისინი ესტონელ კოლეგებს დაეხმარებიან, რათა უკეთ გაუმკლავდნენ რუსეთიდან ესტონეთში გადასვლის მსურველ უკრაინის მოქალაქეთა ნაკადს.

გარდა ამისა, უკრაინელი მესაზღვრეები ესტონელებს დაეხმარებიან ინფორმაციის მიწოდებით რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ქვეყნიდან გარბიან, მათ შორის, მობილიზაციისგან თავის არიდების მიზნით.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელი მესაზღვრეები ესტონეთში შემდეგი ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ, რის შემდეგაც გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა მსგავსი თანამშრომლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი