ახალი ამბები

ქალებზე ძალადობა ყველანაირ ტრადიციას, ყველაფერ ქართულს ეწინააღმდეგება – გახარია

24 ნოემბერი, 2022 • 1026
ქალებზე ძალადობა ყველანაირ ტრადიციას, ყველაფერ ქართულს ეწინააღმდეგება – გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის, „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია თერჯოლაში ქალის მკვლელობას ეხმაურება და ფეისბუკზე წერს:

„რამდენიმე წუთის წინ თერჯოლაში კიდევ ერთი ქალი მოკლეს… ქალთა მიმართ ძალადობა ყველანაირ ღირებულებას, ნორმას, ტრადიციას და ყველაფერს ქართულს ეწინააღმდეგება! 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა“.


თერჯოლაში ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა. დანაშაული ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა. ადგილზე ამჟამად სამართალდამცველები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული,  რომელიც თავადაც არის დაშავებული,  კლინიკაში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო (11 პრიმა 109-ე მუხლი).

შსს-ს ცნობითვე, საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები ტარდება და ექსპერტიზები დანიშნულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი