თბილისში 12 წლის გოგომ იმშობიარა.
„ფორმულასთან“ საუბარში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამბობენ, რომ გოგოს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. მათივე ინფორმაციით, დედისა და ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, ახალშობილის მამაც არასრულწლოვანია. დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ველოდებით.




