ახალი ამბები

მსახიობი თამარ სხრიტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

23 ნოემბერი, 2022 • 749
მსახიობი თამარ სხრიტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

თეატრისა და კინოს მსახიობი თამარ სხრიტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.

თამარ სხრიტლაძე იყო საქართველოს სსრ სახალხო არტისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე. თამარ სხრილტაძემ დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია და სხვადასხვა დროს იყო რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობი.

გადაღებულია ფილმებში: „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ (1975), „წინაპართა მიწა“ (დარია, 1979), „დღეს ღამე უთენებია“ (მოხუცი ევა, 1983), „ადამიანთა სევდა“ (1984), „ფესვები“ (1987), „ზვარაკი“ (1990), „ლუკას სახარება“ (1998), „ნუცას სკოლა“ (ნიკას დედა, 2000), „ჯართოსანი“ (მართა, 2009), „გული+“ (2011), „37-“ (2012) და სხვა.

2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

მასალების გადაბეჭდვის წესი