ახალი ამბები

შოტლანდია დამოუკიდებლობის რეფერენდუმს ლონდონის გარეშე ვერ ჩაატარებს — სასამართლო

23 ნოემბერი, 2022 • 483
შოტლანდია დამოუკიდებლობის რეფერენდუმს ლონდონის გარეშე ვერ ჩაატარებს — სასამართლო

გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შოტლანდიას არ აქვს უფლება, ჩაატაროს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ ახალი რეფერენდუმი, თუ ეს გაერთიანებული სამეფოს ცენტრალურ მთავრობასთან არ იქნება შეთანხმებული.

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტარჯონმა განაცხადა, რომ პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ გააგრძელებს ბრძოლას საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. მისივე განცხადებით, „შოტლანდიის მიერ საკუთარი მომავლის თავადვე განსაზღვრის უფლება“ საფრთხეშია.

სასამართლომ გადაწყვეტილება 6-კვირიანი განხილვების შემდეგ მიიღო, სადაც მონაწილეობდნენ დამოუკიდებლობის მომხრე და მოწინააღმდეგე პოლიტიკოსები და ადვოკატები.

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ ერთხელ უკვე ჩატარდა რეფერენდუმი, რა დროსაც მოსახლეობამ გაერთიანებაში დარჩენას დაუჭირა მხარი.

დამოუკიდებლობაზე მსჯელობა კიდევ ერთხელ გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის დატოვებისა და სხვა გამოწვევების ფონზე, გაერთიანებული სამეფოში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რაც გამოიხატება ინფლაციით, საბინაო კრიზისითა და სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი