ახალი ამბები

რუსეთმა კიევი დაბომბა

23 ნოემბერი, 2022 • 885
რუსეთმა კიევი დაბომბა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევი დაბომბეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქებები კიევში 23 ნოემბერს ნაშუადღევს გაისმა. რუსმა დამპყრობლებმა დედაქალაქში ინფრასტრუქტურულ ობიექტს და ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს. შედეგად, სულ მცირე, 1 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ მტრის დაბომბვის გამო მთელ კიევში წყალმომარაგება შეჩერებულია.

„ტერორისტები მაშინვე ადასტურებენ, რომ ისინი ტერორისტები არიან — რაკეტებს ისვრიან. გულუბრყვილო ხელმოცარულები“, — ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი კიევის დაბომბვას, რომელსაც წინ უძროდა ევროპარლამენტის მიერ რუსეთის ტერირიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადება.

სარაკეტო იერისის შემდეგ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქი ლვოვი. მეზობელმა ქვეყანამ მოლდოვამ ასევე განაცხადა ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის შესახებ, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ენერგოინფრასტრუქტურა დაზიანდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი