ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინი ერევანში ჩავიდა

23 ნოემბერი, 2022 • 1932
პუტინი ერევანში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს, 23 ნოემბერს,  ОДКБ [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია] სამიტზე დასასწრებად სომხეთში ჩავიდა. პუტინს ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანი პირადად დახვდა.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია, რომლის მიზანიც წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვაა.

სომხეთის დედაქალაქ ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (რუს. ОДКБ) სამიტი პროტესტის ფონზე იმართება. გუშინ ღამით ერევნისთვის შედარებით მცირე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ორგანიზაციიდან ქვეყნის გამოსვლა მოითხოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სომხეთმა  არაერთხელ მიმართა ორგანიზაციას, რეაგირება მოეხდინა სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული კონფლიქტისას, სომხური მხარის თანახმად, ОДКБ ნეიტრალობას ინარჩუნებს სომხური ტერიტორიების ოკუპაციაზე.

ეს ფაქტი სომხეთში მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანებას იწვევს, რის გამოც ორგანიზაციის დატოვებას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი