ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ დროა ალიანსმა თანამშრომლობა გააძლიეროს პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სტოლტენბერგი სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც ისაუბრა რუსულ აგრესიაზეც.
„დადგა ასევე დრო, რომ ჩვენი თანამშრომლობა გავაძლიეროთ პარტნიორებთან. მათთან, ვისაც ყველაზე მეტად შეეხო რუსული აგრესია და წნეხი. როგორიცაა მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა და ასევე, ყველა თანამოაზრე ქვეყანასთან მსოფლიოს გარშემო“,- განაცხადა მან.
სტოლტენბერგის თქმით, ყველა იზიარებს საერთო ინტერესსა და საერთო გამოწვევებს.
„ჩვენ გამოწვევების წინააღმდეგ ერთიან ძალად უნდა შევიკრათ. რათა დავიცვათ თავისუფლება ჩაგვრისგან, დემოკრატია ტირანიისგან. და დავიცვათ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული ინსტიტუციები, რომლებიც ყველასთვის მარგებელია“.




