ზუგდიდში, მოზარდი მოკლეს. სავარაუდოდ, ცივი იარაღით.

რეგიონული მედიები, მათო შორის “რადიო ათინათი” და “ოდიში ნიუსი” თვითმხილველებზე დაყრდნობით მომხდარის ადგილიდან იუწყებიან, რომ მოზარდებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. დაპირისპირების დროს კი ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, დანით დაჭრეს.

ნეტგაზეთს სასწრაფოში დაუდასტურეს, რომ მოზარდი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

[მასალა განახლდება]