ახალი ამბები

ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად ცნო

16 ნოემბერი, 2022 • 1765
ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად ცნო

ჩეხეთის დეპუტატთა პალატამ (პარლამენტის ქვედა პალატა) რუსეთის მოქმედი რეჟიმი ტერორისტულად ცნო.

შესაბამის რეზოლუციას 156-დან 129-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 14-მა ხმა წინააღმდეგ მისცა.

ჩეხეთის დეპუტატთა პალატა უკრაინაში რუსეთის მზარდი აგრესიის, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი, რუსეთის სამხედრო დანაშაულებების გამოსაძიებლად საერთაშორისო სისხლის სამართლის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უჭერს მხარს.

მსგავსი რეზოლუციები მოგვიანებით მიიღეს პოლონეთის სეიმმა, ესტონეთის რიიგიკოგუმ და ლატვიის საეიმმა აგვისტოში.

ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის შემდეგ, ჩეხეთი მეექვსე ქვეყანაა, რომლის საკანონმდებლო ორგანომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადა. გარდა ამისა, რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად ცნო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE).

მასალების გადაბეჭდვის წესი