საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში 2.3 მილიონი ვიზიტი განხორციელდა, რაც 2.8-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.9 მილიონი შეადგინა, რაც 2.6-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის მიხედვით, ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 443.6 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა სომხეთი 15.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – თურქეთი 13.7%-იანი წილით.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველო ერთ-ერთია იმ უიშვიათეს ახლომდებარე ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უვიზოდ გამგზავრება შეუძლიათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში რუსეთის 112 733 მოქალაქე იყო.