ახალი ამბები

ოზურგეთში ავარიას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა

14 ნოემბერი, 2022 • 712
ოზურგეთში ავარიას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა

ოზურგეთში ავტოავარიას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიასაშუალების „Guria TV-ის“ თანახმად, დაღუპული 70 წლამდე ქალია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპოლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სასჯელი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი