ახალი ამბები

თურქეთი აცხადებს, რომ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

14 ნოემბერი, 2022 • 842
თურქეთი აცხადებს, რომ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს სტამბოლში მომხდარი აფეთქების შესაძლო ორგანიზატორი.

აფეთქება გუშინ, 13 ოქტომბერს, ქვეყნის უდიდეს ქალაქში, ხალხმრავალ ადგილას მოხდა.

აფეთქების შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა სულ მცირე 81 ადამიანი.

მანამდე ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუათ ოქტაიმ განაცხადა, რომ აფეთქება “ქალმა მოაწყო” და მომხდარს „ტერაქტის სუნი“ ჰქონდა. გამოძიება აცხადებს, რომ სწორედ ეს ეჭვმიტანილია დაკავებული.

ტერაქტის ვერსიას იზიარებს ქვეყნის საგამოძიებო ორგანოც.

იუსტიციის მინისტრის, ბერიქ ბოზდაღის განცხადებით, ეჭვმიტანილი ხალხმრავალ ადგილას მანქანით 40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა მანქანა აფეთქებამდე 1 წუთით ადრე დატოვა

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს თქმით კი, ეჭვმიტანილი ქურთისტანის (ქურთეთის) მუშათა პარტიას (PKK) წარმოადგენს და ტერაქტზეც ეს ორგანიზაციაა პასუხისმგებელი.

მიუხედავად მინისტრის განცხადებისა, ქურთისტანის მუშათა პარტია ტერაქტზე პასუხისმგებლობას ამ დრომდე არ იღებს.

PKK თურქეთში, აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.

ორგანიზაცია თურქეთსა და სირიაში, ასევე ერაყის ჩრდილოეთში მოქმედებს და მიზნად ისახავს ქურთული სახელმწიფოს შექმნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი