ახალი ამბები

რუსეთმა ხერსონის ოლქის “დროებით დედაქალაქად” გენიჩესკი დაასახელა

12 ნოემბერი, 2022 • 1417
რუსეთმა ხერსონის ოლქის “დროებით დედაქალაქად” გენიჩესკი დაასახელა

რუსეთმა ხერსონის ოლქის “დროებით ადმინისტრაციულ დედაქალაქად” გენიჩესკი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია RIA “რეგიონული მთავრობის” თავმჯდომარის მოადგილის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

“დღეს ხერსონის ოლქის დროებითი ადმინისტრაციული დედაქალაქია გენიჩესკია. იქ ხელისუფლების ყველა მთავარი ორგანოა განლაგებული“, – განაცხადა ალექსანდრ ფომინმა.

გენიჩესკი სამხრეთ უკრაინაში, ხერსონის ოლქში მდებარე საპორტო ქალაქია, რომელიც აზოვის ზღვასთან მდებარეობს.

რუსეთმა 9 ნოემბერს განაცხადა ხერსონიდან უკან დახევის შესახებ. 11 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსული ანექსიისგან გათავისუფლებულ ხერსონში იმყოფებიან. 8-თვიანი ოკუპაციის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა უკრაინის ჯარს ოვაციებით დახვდა.

რუსეთის ჯარებმა ხერსონი უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში დაიპყრეს. ხერსონის ოლქი ერთ-ერთია იმ ოთხს შორის, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკანონო რეფერენდუმების შედეგად წელს მიიერთა. მანამდე რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია განახორციელა. უკრაინამ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა შემოდგომის დასაწყისიდან წამოიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი