11 ნოემბრის ღამეს რუსეთმა საჰაერო იერიში მიიტანა მიკოლაევზე. თავდასხმის შედეგად განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსის ხუთივე სართული, არიან დაღუპულებიც.

მიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცნობილია 2 დაღუპულისა და 2 დაშავებულის შესახებ. თუმცა, სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

შემთხვევას ოფიციალური განცხადებით უკვე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ტერორისტული სახელმწიფოს ცინიკური პასუხი ფრონტზე ჩვენს წარმატებას. იერიში 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე. განადგურებულია ხუთივე სართული. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

რუსეთი უარს არ ამბობს მის ამაზრზენ ტაქტიკებზე. ჩვენ კი არ დავვნებდებით. ოკუპანტები პასუხს აგებენ თითოეულ დანაშაულზე უკრაინისა და უკრაინელთა წინააღმდეგ,“ – დაწერა მან.