კრასნოდარის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, „კომუნისტური პარტიის“ წევრი იგორ აზაროვი აცხადებს, რომ სერბეთში იმყოფება და რუსეთში დაბრუნებას არ გეგმავს, რადგან უკრაინაში ომს არ ეთანხმება.
10 ნოემბერს დეპუტატმა ფეისბუკზე დაწერა, რომ დაწერა განცხადება დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ. მისი თქმით, სერბეთში ოქტომბერში ჩავიდა და რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს.
„ჩემი რწმენა არ მაძლევს უფლებას, ავიღო იარაღი და დავხოცო ხალხი იმ მიზნებისა და ამოცანებისათვის, რაც არ მესმის. ადამიანის მოკვლა ჩემთვის ციხესა და სიკვდილზე უარესია“, — აცხადებს 30 წლის დეპუტატი.
დეპუტატის თანახმად, რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში, მაღალი შანსია, რომ გაწვევას დაექვემდებაროს, ამიტომაც არ ბრუნდება.
შესწორება: თავდაპირველად ნიუსში ეწერა, რომ აზაროვი სახელმწიფ დუმის დეპუტატი იყო. ტექტში მისი თანამდებობა დაზუსტდა.