ევროკავშირი მოლდოვას ენერგოკრიზისის დასაძლევად 250 მილიონი ევროთი დაეხმარება. ამის შესახებ კიშინოვში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
როგორც მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ აღნიშნა, ევროკავშირის დახმარება ხელს შეუწყობს, მოლდოვამ ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია შეძლოს და ასევე დაეხმარება მთავრობას, რომ დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს სუბსიდია მისცენ, რათა ზამთარში გადასახები დაფარონ.
„ევროპული ფული ჩადებულია გზების რეაბილიტაციაში, მოლდოვის მოსახლეობის ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
დღეს ქალბატონ ფონ დერ ლაიენთან საუბრისას კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე ვალდებულება, რომ გადავიდეთ ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე – მოლაპარაკებების დაწყებაზე“, – განაცხადა მაია სანდუმ.