ახალი ამბები

სპორტის სასახლის მიმდებარედ ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა – კალაძე

9 ნოემბერი, 2022 •
სპორტის სასახლის მიმდებარედ ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა – კალაძე

თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარედ, ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალური მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სპორტის სასახლესთან, რესტორნების ქსელ “მაკდონალდსის” მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განხორციელდა. კალაძის თქმით, აღნიშნული ტერიტორია კერძო მესაკუთრის მფლობელობაში იყო, მოლაპარაკებების შედეგად კი ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.

კალაძის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 250 000 ლარი იქნება.

მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე აღდგება პირვანდელი გეგმარება – მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება დასასვენებელი სკამები, ურნები, სასმელი წყლის შადრევანი. გარდა ამისა, დაითესება ბალახი და დამატებით დაირგვება მწვანე ნარგავები.

მასალების გადაბეჭდვის წესი