ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სომხეთს ცეცხლთან თამაში ძვირი დაუჯდება” – ალიევი

8 ნოემბერი, 2022 • 2100
“სომხეთს ცეცხლთან თამაში ძვირი დაუჯდება” – ალიევი

“სომხეთმა უნდა იცოდეს, რომ ცეცხლთან თამაში ძვირი დაუჯდება”, –  განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 8 ნოემბრის გამოსვლის დროს, 2020 წლის ყარბაღის ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე.

“ოკუპაციის პერიოდში სომხეთის ოფიციალური პროპაგანდა, მედია ცდილობდა  მსოფლიომდე, მათ შორის, აზერბაიჯანის მოქალაქეებამდე მიეტანა აზრი, რომ აზერბაიჯანი ვერასდროს შეძლებდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას  ომის გზით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცდილობდით ეს საკითხი მშვიდობიანი გზით მოგვეგვარებინა, თუმცა ვხვდებოდით, რომ მოქალაპარაკებების გზა მხოლოდ კონფლიქტის გაყინვას უწყობდა ხელს, რასაც ვერ შევეგუებოდით”.

2020 წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღში დაწყებული აქტიური საბრძოლო მოქმედებები 44 დღე გაგრძელდა და უკანასკნელი დროის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ომი აღმოჩნდა. ომი აზერბაიჯანის გამარჯვებითა და რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილი სამმხრივი შეთახმებით დასრულდა. საბრძოლო მოქმედებების დროს აზერბაიჯანმა დაახლოებით 3,800 კვ. კილომეტრი ფართობის ტერიტორია დაიკავა და კიდევ 4,700 კვ.კმ  10 ნოემბრის სამმხრივი “განცხადების” შედეგად მიიღო. ამ დრომდე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმებულა მხარეებისთვის პრინციპულად მიუღებელი გარემოებების მოტივით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი