ახალი ამბები

„მოუწოდეთ ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალებისკენ“ -NGO-ების და მედიის წერილი შარლ მიშელს

7 ნოემბერი, 2022 •
„მოუწოდეთ ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალებისკენ“ -NGO-ების  და მედიის წერილი შარლ მიშელს

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი მიმართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და სთხოვს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდოს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ

წერილის ხელმომწერთა თქმით, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული, მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები კი უსაფუძვლოდ მიაჩნიათ.  განცხადების ავტორები იშველიებენ საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სასამართლოში წარდგენილ მოსაზრებებსაც:

„ვფიქრობთ, რომ ნიკა გვარამია დღეს პატიმარია მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ხელისუფლების ხმამაღალი კრიტიკოსი და აქვს დიდი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. მის მიერ შექმნილი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ კი, სხვა ტელეკომპანიებთან ერთად, ხელისუფლების მხრიდან თავდასხმისა და შევიწროების მუდმივი ობიექტია.

ვფიქრობთ, რომ ნიკა გვარამიას პოლიტიკური მოტივით დაპატიმრება უდიდესი დაბრკოლებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაც ცალსახად გმობს მისი დაპატიმრების ფაქტს და საქართველოს ხელისუფლებას რეალური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს“ ,- ნათქვამია წერილში.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე გამოწვევების ფონზე და კრიტიკული მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ აგრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით, არ მოელიან, რომ ნიკა გვარამიას უფლებები დაცული იქნება უზენაეს სასამართლოში:

„ერთადერთ გზად მისი უსამართლო პატიმრობის აღსაკვეთად პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება გვესახება. საქართველოს პრეზიდენტს უკვე არაერთმა საზოგადოებრივმა თუ პოლიტიკურმა ჯგუფმა მიმართა ამ თხოვნით.

ვფიქრობთ, თქვენმა, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთგული მხარდამჭერის მიმართვამ შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გადაადგმევინოს ჰუმანური და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, შეიწყალოს კრიტიკული მედიის დირექტორი და პატიმრობიდან გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმარი.

ბატონო მიშელ, თქვენი შუამდგომლობა სერიოზულ წვლილს შეიტანს საქართველოში სიტყვის თავისუფლების დაცვაში და ძალას შემატებს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპისაკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერენ:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი /Institute for Development of Freedom of Information
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია /Georgian Charter of Journalistic Ethics
ღია საზოგადოების ფონდი /Open Society Foundation
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო / International Society for Fair Elections and Democracy
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება /International Society for Fair Elections and Democracy
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია /Georgian Young Lawyers Association
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democratic Initiative
მედიაკლუბი / Mediaclub
მედიის განვითარების ფონდი / Media Development Fund
მედიაომბუდსმენი /Mediaombudsman
მაუწყებელთა ალიანსი / Alliance of Broadcasters
სატელევიზიო ქსელი / TV Network
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია / Georgian Regional Media Association
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია / Georgian Association of Small and Medium Telecommunication Operators
მთავარი არხი / Mtavari Arkhi
ფორმულა / Formula
ტელეკომპანია პირველი / TV PIRVELI
ნეტგაზეთი / Netgazeti
ბათუმელები / Batumelebi
On.ge
პუბლიკა / Publika
რადიოკომპანია “ძველი ქალაქი”
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საქართველოს რეგიონულ რადიოსადურთა ქსელი/ GEORGIAN REGIONAL RADIO NETWORK – GRRN
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი/Independent Journalists’ House
მწვანე ალტერნატივა / Green Alternative
დემოკრატიის ინდექსი – საქართველო / Democracy I

მასალების გადაბეჭდვის წესი