ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა 4 ნოემბერს გამოაცხადა უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ახალი, $400-მილიონიანი პაკეტის შესახებ.
სამხედრო დახმარება ითვალისწინებს უკრაინისთვის დამატებით Phoenix Ghost-ის 1100 დრონის გადაცემას, ასევე, აშშ დააფინანსებს Hawk-ის ანტისარაკეტო სისტემის შეკეთებას. აღნიშნული სისტემა, სხვა სამხედრო დახმარებასთან ერთად, უკრაინას ცოტა ხნის წინ ესპანეთმა გადასცა.
გარდა ამისა, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში აშშ ჩეხეთში დააფინანსებს T-72 ტიპის 45 ტანკის შეკეთებას. დამატებით 45 ტანკს შეაკეთებს ნიდერლანდები, რომელსაც, საბოლოოდ, ჩეხეთიდან უკრაინაში გაგზავნიან.
4 ნოემბერს უკრაინას ეწვია პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ უკრაინას მანამ დაეხმარება, სანამ ეს საჭირო იქნება.