ახალი ამბები

ტრამპი ამბობს, რომ„ ძალიან დიდი ალბათობით“ კვლავ იბრძოლებს აშშ-ის პრეზიდენტობისთვის

4 ნოემბერი, 2022 • 890
ტრამპი ამბობს, რომ„ ძალიან დიდი ალბათობით“ კვლავ იბრძოლებს აშშ-ის პრეზიდენტობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ „ძალიან დიდი ალბათობით“ კვლავ იბრძოლებს პრეზიდენტობისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს ამერიკულ მედიასაშუალება Axios-ზე დაყრდნობით.

როგორც Axios იტყობინება, 2024 წლის საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის შესახებ ტრამპი 14 ნოემბერს, აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების შემდეგ გამოაცხადებს. მედიასაშუალება აღნიშნულ ინფორმაციას საკითხზე ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Axios-ის ცნობით, ტრამპმა შუალედურ არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით რესპუბლიკური პარტიის 250-ზე მეტ კანდიდატს დაუჭირა მხარი და ამიტომ მოსალოდნელია, რომ პარტიის წარმატება საკუთარ თავსაც დაუკავშიროს.

„ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ალბათობით ამას ხელახლა ვიზამ“ ,— ხუთშაბათს აიოვაში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე სწორედ ამ ფორმით მიანიშნა პრეზიდენტობისთვის ხელახალი ბრძოლის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი