უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას იქ მყოფი სხვა ქართველი მებრძოლები ადასტურებენ.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, “საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ და მიმდინარეობს საჭირო პროცედურები”.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე დაუზუსტებელია.

24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 20-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.