ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ყარაბაღის კონფლიქტი ოდესმე უნდა დასრულდეს” – პუტინი ალიევს და ფაშინიანს ხვდება

31 ოქტომბერი, 2022 • 1589
“ყარაბაღის კონფლიქტი ოდესმე უნდა დასრულდეს” – პუტინი ალიევს და ფაშინიანს ხვდება

სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებისა და ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო სალაპარაკოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, დღეს, 31 ოქტომბერს, სოჭში დაიგეგმა სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან, ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან.

სამმხრივ შეხვედრამდე პუტინი ორივე მხარეს ცალ-ცალკე ხვდება.

“კონფლიქტი უკვე ათწლეულებია გრძელდება, ოდესმე უნდა დასრულდეს, ვიცი, რომ ამის პოლიტიკური ნება გაგაჩნიათ, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ”, – განაცხადა პუტინმა ფაშინიანთან ორმხრივი შეხვედრისას.

შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის, სოჭში ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს არცახში [მთიანი-ყარაბაღი] რუსი სამშვიდობოების განთავსების ვადის 15-20 წლით გახანგრძლივებას და სთავაზობს რუსეთის პრეზიდენტს, მსგავსი წინადადება წამოაყენოს.

მოსკოვის პარალელურად, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებისა და ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე სომხეთისა და აზერბაიჯანის პირდაპირ კომუნიკაციისა და დიალოგის ორგანიზებას უწევენ ევროსტრუქტურები და ევროპელი ლიდერები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი