უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი.
ეს ინფორმაცია თავდაპირველად უკრაინაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა გაავრცელეს. ცნობა ნეტგაზეთს ასევე დაუდასტურეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ და განხორციელდება საჭირო პროცესურები,“ – აცხადებს უწყება. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სულ 23 ქართველი სამხედრო დაიღუპა.