ახალი ამბები

თბილისში, სასტუმროში, მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა

28 ოქტომბერი, 2022 • 920
თბილისში, სასტუმროში, მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს.

აფეთქების შედეგად დაშავდა მოქალაქე, რომელმაც ხელყუმბარა ააფეთქა და კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, აფეთქება არ უკავშირდება ტერორისტულ აქტს.

შემთხვევა დღეს, 28 ოქტომბერს გამთენიისას მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი