ახალი ამბები

„არავინ შეურიგდება დასავლეთის მითითებებს“ -პუტინი „ორ დასავლეთზე“ საუბრობს

27 ოქტომბერი, 2022 • 1769
„არავინ შეურიგდება დასავლეთის მითითებებს“ -პუტინი „ორ დასავლეთზე“ საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი თავს არ აღიქვამს დასავლეთის მტრად; ამბობს, რომ „ორი დასავლეთი“ არსებობს: „ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებების დასავლეთი“ და „კოსმოპოლიტური დასავლეთი“, რომელიც „ლიბერალური ელიტების იარაღია“.

„რუსეთში არავინ არ შეურიგდება ამ დასავლეთის მითითებებს“, – განაცხადა პუტინმა 27 ოქტომბერს, „ვალდაის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მისი გამოსვლის თემაა „მსოფლიო ჰეგემონიის შემდეგ: სამართლიანობა და უსაფრთხოება ყველასათვის“

პუტინის თანახმადვე,  II მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო „ყველაზე სახიფათო დეკადაში“ შედის,  სადაც „უნიპოლარული მსოფლიო წარსულს ჩაბარდა“.

პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა უკრაინასთან ომზე შექმნილი პროპაგანდისტული ტროპი, რომლის თანახმადაც, რაც უკრაინაში ხდება, „დასავლეთის და ნატოს გაფართოების ბრალია“ და კონფლიქტი „აურიდებელი“ იყო.

სიტყვის ბოლოს პუტინმა განაცხადა, რომ მსოფლიოში არსებული ვითარება „რევოლუციის პრერეკვიზიტია“.


რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა; რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთი ომის დანაშაული ჩაიდინეს და დღემდე აგრძელებენ სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას.

მასალების გადაბეჭდვის წესი