ახალი ამბები

კახეთში კაცმა საკუთარი და მოკლა – შსს

27 ოქტომბერი, 2022 • 814
კახეთში კაცმა საკუთარი და მოკლა – შსს

კახეთში, სიღნაღის რაიონში დააკავეს 1987 წელს დაბადებული კაცი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საკუთარი და მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი