უკრაინამ ტყვეების გაცვლის შედეგად კიდევ 10 მებრძოლი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერმაკის თქმით, უკრაინულ მხარეს ასევე გადასცეს ამერიკელი მოხალისე მებრძოლი ჯოშუა ალან ჯონსის ცხედარიც, რომელიც უკრაინის მხარეს ბრძოლისას დაიღუპა.
„ჩვენი ბიჭები შინ არიან. მოვახერხეთ და 10 სამხედრო დავაბრუნოთ, რომელთა შორისაა სამი ოფიცერი, 9 რიგითი და სერჟანტები. გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ყველა ჩვენიანი სახლში დავაბრუნოთ“, – აცხადებს ანდრეი ერმაკი.
რამდენიმე დღის წინ, ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინამ ტყვეობიდან 108 ქალი გაათავისუფლა. ქალებიდან 37 აზოვსტალის მცველი იყო. გათავისუფლებულთა შორი იყვნენ ქალებიც, რომლებიც რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. რესპუბლიკებში, „ზედმეტად პროუკრაინული პოზიციის“ გამო 2019 წელს დააკავეს.
