ამავე თემაზე
უკრაინაში შავი ზღვის ფლოტი ძლიერდება
ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების საპასუხოდ, რუსეთი უკრაინაში შავი ზღვის ფლოტის პოზიციების გაძლიერებას და ახალი სამხედრო ბაზების გახსნას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა “ნეზავისიმაია გაზეტა” იუწყება.
გამოცემის თანახმად, უკრაინასა და რუსეთს შორის ახალი პროტოკოლი მზადდება, რომლის თანახმადაც, შავი ზღვის ფლოტის ობიექტებზე რუსული კონტრდაზვერვის თანამშრომლები დაბრუნდებიან.
საუბარია ბალაკლავაში საბჭოთა კავშირის დაშლამდე მოქმედი წყალქვეშა ნავების ბაზის აღდგენაზე. ამჟამად ბაზის ტერიტორიაზე მუზეუმი მოქმედებს, რომელიც უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებს ეკუთვნის.
რუსული კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა უკრაინის წინა ხელისუფლების მოთხოვნით, 2009 წლის დეკემბერში ყირიმი დატოვეს. შემდეგ კვირას, ხარკოვის მოლაპარაკებების მიზნით, უკრაინაში პრეზიდენტ მედვედევის ვიზიტია დაგეგმილი. მზადდება დოკუმენტთა პაკეტი სამხედრო–საზღვაო ფლოტის სევასტოპოლში და ყირიმის სხვა ტერიტორიებზე განვითარებისთვის და აღნიშნულ ტერიტორიაზე შავის ზღვის ფლოტის 2042 წლამდე განლაგების შეახებ.