ახალი ამბები

რუსეთში სუ-34-ის ჩამოვარდნის მიზეზად ძალოვანი უწყებები ძრავში ჩიტების მოხვედრას ასახელებენ

24 ოქტომბერი, 2022 •
რუსეთში სუ-34-ის ჩამოვარდნის მიზეზად ძალოვანი უწყებები ძრავში ჩიტების მოხვედრას ასახელებენ

რუსეთში, კრასნოდარში, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები ძრავში თოლიების მოხვედრას ასახელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ძალოვან სტრუქტურებში განმარტეს, რომ ჩიტები სუ-34-ის ძრავში სამხედრო თვითმფრინავის აფრენისას მოხვდნენ. უწყების განცხადებით, თოლიების ნაშთები ექსპერტებმა თვითმფრინავის ნამსხვრევების შესწავლისას აღმოაჩინეს.

17 ოქტომბერს რუსეთში, ქალაქ იესკში სამხედრო თვითმფრინავი სუ-34 საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა 15 და დაშავდა 28 ადამიანი. რუსეთის სამთავრობო მედიების ცნობით, პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ თვითმფრინავი სასწავლო ფრენის შესრულებისას ჩამოვარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი