პოლიციამ ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა.
1987 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ლ.მ.-ს სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 ოქტომბერს, თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე ბრალდებულს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ოთხ პირთან, რა დროსაც მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა 3 პირი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.