ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

22 ოქტომბერი, 2022 •
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

გუშინ, 21 ოქტომბერს, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ალექსანდრე მარტიაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მარტიაშვილის დაღუპვის შესახებ წერს ქართველთა დიასპორის გვერდი უკრაინაში. მათი ინფორმაციით, ალექსანდრე მარტიაშვილი ხერსონის მახლობლად რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას დაიღუპა.

გუშინ უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი მიშა ყაფლანიშვილი, რომელიც ლუგანსკის რეგიონში იბრძოდა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალქეების დაღუპვის შესახებ და განხორციელდება საჭირო პროცესურები მათ გადმოსასვენებლად.

24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე,  უკრაინაში 22 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი