cnn
ჩინეთში, საბავშვო ბაღში, შეირაღებული მამაკაცის შევარდნის შემდეგ, ექვსი ბავშვი და ერთი მასწავლებელი გარდაიცვალა, ხოლო 20 ადამიანი დაიჭრა – იუწყება ჩინური მედია.
ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, მკვლელმა ადგილზევე მოიკლა თავი.
ინციდენტი დილის 8 საათზე მოხდა შანხაიში.
ბოლო დროს ჩინეთში ბავშვებზე თავდასხმის რამდენიმე ფაქტი განხორციელდა. მათ შორის, ერთი 30 აპრილს, როდესაც შეირაღებულმა პირმა დაჭრა 5 მოსწავლე. ერთი დღით ადრე კი დაახლოებით 28 ბავშვი დანით დაჭრა შეირაღებულმა მამაკაცმა.
28 აპრილს კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა. მამაკაცმა 18 სტუდენტი და ერთი მასწავლებელი დაჭრა.