ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა ნაწილი რუსეთმა ომში გაიწვია

20 ოქტომბერი, 2022 • 1764
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა ნაწილი რუსეთმა ომში გაიწვია

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყებიდან დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 30-მდე მცხოვრები რუსეთიდან ცხინვალში არ შეუშვეს, რადგანაც რუსეთში სამხედრო აღრიცხვის გამო მობილიზაციაში გაწვევას ექვემდებარებიან. ამის შესახებ გამოცემა ეხოკავკაზა წერს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული საკითხი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა განიხილა, სადაც საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელმა ზაზა დრიაევმა განაცხადა, რომ მისმა უწყებამ რუსეთის საელჩოს უკვე გაუგზავნა ნოტა და პასუხიც მიიღო. მისი თქმით, რუსი დიპლომატები ეყრდნობიან რუსეთის მთავრობის 2006 წლის დადგენილებას “სამხედრო აღრიცხვის” შესახებ, რომლის შესაბამისად, გაწვევა არ შეეხება იმ პირებს, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ რუსეთის ტერიტორიაზე და, შესაბამისად, არ დგანან აღრიცხვაზე. სხვა შემთხვევაში კი, გაწვევა რუსეთის მოქალაქეობის მქონე იმ ყველა პირს შეეხება, ვინც გაწვევის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

21 სექტემბრის შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა “ნაწილობრივი მობილიზაცია” გამოაცხადა, რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზებისა და ოსების ომში გაწვევაზე სოხუმსა და ცხინვალში არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო პროგნოზი და მოსაზრება ისმის. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაცით, მობილიზაცია მათ არ ეხებოდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.