ახალი ამბები

13 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთში სამხედრო თვითმფრინავის კორპუსზე შეჯახებას

18 ოქტომბერი, 2022 •
13 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთში სამხედრო თვითმფრინავის კორპუსზე შეჯახებას

რუსეთში, კრასნოდარში, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, 13 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაღუპულებს შორის 3 ბავშვია.

საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სუ-34-ის ჩამოვარდნის მთავარ მიზეზად თვითმფრინავის ტექნიკურ გაუმართაობას განიხილავენ.

რუსეთის ფედერაციის ქალაქ ეისკში სამხედრო თვითმფრინავი სუ-34 გუშინ, 17 ოქტომბერს ჩამოვარდა და საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. რუსეთის სამთავრობო მედიების ცნობით, პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თვითმფრინავი სასწავლო ფრენის შესრულებისას ჩამოვარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი