ბაქოში, საფრანგეთს საელჩოსთან, აქტივისტების ჯგუფმა აქცია-პიკეტი გამართა, რითაც დაგმო საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადება, რომელიც შეეხებოდა სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანისა და რუსეთის პროვოკაციას.

რამდენიმე დღის წინ ემანუელ მაკრონმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარ შეტაკებებში დაადანაშაულა აზერბაიჯანი, ამასთანავე, რუსეთი  “სიტუაციის დესტაბილიზაციის” მცდელობაში.

მანამდე მაკრონი გააკრტიკა თავად პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც. ალიევის განცხადებით, აღნიშნული სიტყვების შემდეგ საფრანგეთი ვეღარ შეძლებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში მონაწილეობა მიიღოს.

სომხეთ-აზერბაიჯანის სექტემბრის დაპირისპირების დროს საფრანგეთმა ღიად დაუჭირა მხარი სომხეთს.