უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მოკლულია 423 ბავშვი.

ყველაზე მეტი — 407 ბავშვი — საომარ მოქმედებებს დონეცკის ოლქში ემსხვერპლა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს რამდენიმე მიმართულებით შეიჭრა. რუსული არმია პირველი დღიდან განუწყვეტლივ ბომბავს, მათ შორის, სამოქალაქო ობიექტებს და საცხოვრებელ სახლებს.