ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროკავშირის მისია, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართან იმუშავებს, უკვე სომხეთშია

14 ოქტომბერი, 2022 • 1817
ევროკავშირის მისია, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართან იმუშავებს, უკვე სომხეთშია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს იმუშავებს, უკვე სომხეთშია. ამის შესახებ ტვიტერზე ევროკავშირის სპეციალურმა წარმომდგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა დაწერა.

“ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ ოპერატიულად უპასუხა სომხეთის მოთხოვნას. ევროკავშირის მისიის განთავსების მიზანია სიტუაციის მონიტორინგი და სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების სტაბილიზაციის მხარდაჭერა”, – წერს ტოივო კლაარი.

“ნდობის აღდგენისა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციის კომისიების სამუშაო პროცესის მხარდასაჭერად” ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სომხეთის ტერიტორიაზე განთავსების გადაწყვეტილება 6 ოქტომბერს პრაღაში ოთხმხრივი შეხვედრის ფარგლებში მიიღეს.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ალიევი დათანხმდა მისიასთან თანამშრომლობას, თუმცა უარი განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი