ახალი ამბები

2022 წლის პირველ 9 თვეში სავაჭრო დეფიციტი გაიზარდა

13 ოქტომბერი, 2022 • 980
2022 წლის პირველ 9 თვეში სავაჭრო დეფიციტი გაიზარდა

2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 13.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 4.97 მილიარდი აშშ დოლარი იყო (37.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9.5 მილიარდი აშშ დოლარი (34.4 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 5.4 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტი შეადგინა.

გასული წლის 9 თვის მონაცემთან შედარებით, სავაჭრო დეფიციტი 1.32 მილიარდი აშშ დოლარითაა გაზრდილი.

კრიზისების შემდგომ, ეკონომიკის აღდგენის დროს, როგორც წესი, სავაჭრო დეფიციტის ზრდა ბუნებრივი პროცესია, თუმცა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს პრაქტიკულად მუდმივად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, ანუ ადგილობრივი ეკონომიკა იმაზე მეტ პროდუქციასა და მომსახურებას ყიდულობს უცხოეთიდან, ვიდრე ყიდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი