ჩეხეთი გეგმავს, შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს, – რომლებიც ტურისტული, სპორტული და კულტურული მიზნებით მოისურვებენ ჩეხეთში მოგზაურობას, – ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს.
გეგმის თანახმად, აკრძალვა ძალაში 25 ოქტომბრიდან შევა. ინფორმაცია 12 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამოაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ჩეხეთში ყოველდღიურად რუსეთის 200 მოქალაქე შედის (საუბარი საჰაერო ვიზიტებზე).
ბოლო პერიოდში მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა და ფინეთმა.