ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი საქართველოში სამხედრო წვრთნებით შეშფოთებულია

12 ოქტომბერი, 2022 • 1810
ცხინვალი საქართველოში სამხედრო წვრთნებით შეშფოთებულია

ცხინვალი ეხმაურება საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივ სწავლებას „კავკასიის არწივი 2022“, რომელიც საქართველოში იმართება.

“სამხრეთ ოსეთში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს სამხედრო-სამრეწველო პოტენციალის ზრდისა და მოდერნიზაციის განგრძობითი პროცესი. ოფიციალური თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე უარი, სამხრეთ ოსეთის საზღვრების სიახლოვეს სამხედრო სწავლებების გამართვა, სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციისა და სამხედრო პოლიტიკური დაძაბულობის გამომწვევი ფაქტორია”, – აცხადებენ ცხინვალში.

უკანასკნელ წლებში ყველა სამხედრო სწავლებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმართება, ოფიციალურ განცხადებებში ოსური მხარე მის მიმართ საფრთხეებს უკავშირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.