ახალი ამბები

პუტინის რუსეთი ბოროტებისა და ტერორისკენაა

10 ოქტომბერი, 2022 •
პუტინის რუსეთი ბოროტებისა და ტერორისკენაა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, პუტინის რუსეთი ბოროტებისა და ტერორის მხარეს დგას. 

მისი განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ უკრაინელები მედგრად დარჩებიან.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თანახმად, დასავლეთი უკრაინას მხარს მანამდე დაუჭერს, სანამ ეს საჭირო იქნება და ამას ყველა შესაძლო ფორმით გააკეთებს.

დღეს, 10 ოქტომბერს რუსეთი უკრაინის ქალაქების საცხოვრებელ უბნებს თავს დაესხა.

შედეგად დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი.

პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა, რომ თავდასხმები ყირიმის ხიდის აფეთქების საპასუხო მოქმედება იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი