ახალი ამბები

ომბუდსმენი ხელისუფლებას ტელეკომპანიასთან მომხდარ ინციდენტის სწრაფ გამოძიებას თხოვს

8 მაისი, 2010 • 1041
ომბუდსმენი ხელისუფლებას ტელეკომპანიასთან მომხდარ ინციდენტის სწრაფ გამოძიებას თხოვს

საქართველოს სახალხო დამცველიმა  გიორგი ტუღუშმა განცხადება გაავრცელა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით,რომელშიც სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოხატავს გუშინ ტელეკომპანია “კავკასიაში” და ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებთან და შეუწყნარებლობის ფაქტებთან დაკავშირებით.

 “დაპირისპირება აშკარად გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და დაარღვია კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები. კერძოდ,  გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და შეკრება–მანიფესტაციის თავისუფლება”-ნათქვამია განცხადებაში.   

 გიორგი ტუღუშიც თქმით, აღმაშფოთებელია, დაპირისპირების მსხვერპლი ჟურნალისტები რომ გახდნენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 7 მაისს ტელეკომპანია “კავკასიის” თოქ-შოუ ,,ბარიერში” სტუმართა  ნაწილის მხრიდან განსხვავებული აზრის დაფიქსირებას მოჰყვა სტუდიაში პირთა ჯგუფის შეჭრა. მათ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს დავით აქუბარდიას და ამავე ტელეკომპანიის 5 ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 “შეუწყნარებლობის პოლიტიკამ შეიძლება მხოლოდ ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და იმ დემოკრატიულ პრინციპებს, რომლებზეც ხდება ქვეყნის მშენებლობა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“-  ნათქვამია განცხადებაში.

 გიორგი ტუღუში აღნიშნავს, რომ  სახალხო დამცველმა მოხსენებებში არაერთხელ აღინიშნა ქვეყანაში განხორციელებულ შეუწყნარებლობის ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების არასათანადო რეაგირება. გიორგი ტუღუშის თქმით, ხელისუფლება განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს  7 მაისს ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტს და უზრუნველყოს ამ ფაქტზე სწრაფი და ეფექტური გამოძიება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი