ახალი ამბები

პავლიაშვილმა რუსეთში, პროპაგანდისტულ კონცერტზე იმღერა

10 ოქტომბერი, 2022 • 720
პავლიაშვილმა რუსეთში, პროპაგანდისტულ კონცერტზე იმღერა

სოსო პავლიაშვილმა რუსეთში, ტულას ოლქში იმღერა პროპაგანდისულ კონცერტზე, რომელსაც ესწრებოდნენ ადამიანები ანქესირებული ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებიდან.

კონცერტი 3 ოქტომბერს გაიმართა, სახელწოდებით – „პატრიოტული კონცერტ-აქტცია – ჩვენ მეგობრებთან ერთად“. გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, მას 800-მდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის, მოსწავლეები ლუგნსკისა და დონეცკიდან. ეს რეგიონები ამჟამად რუსეთს აქვს ანექსირებული.

პავლიაშვილი მოსწავლეებთან ერთად პროპაგანდისტულ კონცერტზე

ამავე ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ოლქის მაღალჩინოსნებიც, რომლებმაც „პატრიოტულ აღზრდის“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გაიმეორეს კრემლის პროპაგანდა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი