ახალი ამბები

სანდრო ბარამიძე: 21-ე საუკუნეში საქართველოში რელიგიური ომი არ გვჭირდება

8 მაისი, 2010 • 1118
სანდრო ბარამიძე: 21-ე საუკუნეში საქართველოში რელიგიური ომი არ გვჭირდება

მედია სამართლის ექსპერტს, ადვოკატ სანდრო ბარამიძეს გამართლებულად მიაჩნია სამართალდამცავების მხრიდან იმ პირების დაკავება, რომლებმაც გუშინ ტელეკომპანია კავკასიასთან  ”დებოში მოაწყვეს”, რადგან ”პირისპირ შეურაცხყოფა, სიძულვილის თესვა და, მით უმეტეს, ფიზიკური ძალის გამოყენება  არის აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში”.

ამავე დროს,  ბარამიძისთვის მიუღებელია   ”ისეთი ეპატაჟური და სკანდალური წიგნების პოპულარიზაცია, როგორიც არის წიგნი სათაურით ”საიდუმლო სირობა”. მედია სამართლის ექსპერტი თვლის, რომ  ეს არის შეურაცხმყოფელი იმ ადამიანების რელიგიური გრძნობებისა,  რომლებიც აქტიური მორწმუნენი არიან, ასევე, ასეთი ფაქტები ხელს  უწყობს ”ისეთი მარგინალური ჯგუფების გააქტიურებას, როგორიც არის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, ან სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა და მისთანანი”.

 ”საქართველოში, ასევე, უნდა ჩამოყალიბდეს შემწყნარებლური დამოკიდებულება ნებისმიერი აზრის მქონე ადამიანების მიმართ,  მათ შორის, იმ ადამიანების მიმართაც, რომლებიც თვლიან, რომ არიან რელიგიურნი, ეკლესიურნი და ასე შემდეგ“ – ამბობს სანდრო ბარამიძე.

ამავე თემაზე:

აქცია პოლიციის სამმართველოსთან

ინციდენტის გამოძიების წინასწარი შედეგები

მიხეილ სააკაშვილი ”კავკასიის” ეთერში მომხდარი ინციდენტის შესახებ

ვინ ებრძვის მართლმადიდებლობას?

ინტერვიუ თეო ხატიაშვილთან

სახალხო დამცველი 4 მაისის აქციაზე

“კაცი, რომელსაც იმის გამო, რომ წიგნი არ მოეწონა, ვიღაცას სცემს, ის ჯანსაღი არ არის”

ონლაინ დისკუსია- სტუმარი კახაბერ კურტანიძე

რა მოხდა უნივერსიტეტში

ძალადობა პირდაპირ ეთერში

ლოცვა და გინება

სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ჯვაროსნული ლაშქრობა

ვინ იქნება პირველი ილიას უნივერსიტეტთან?

ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები

დაპირისპირება ილიას უნივერსიტეტთან

მასალების გადაბეჭდვის წესი